კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.
Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს.
უპირველეს ყოვლისა — ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება, კომერციული წინადადებების მომზადება და არსებული პროდუქტების მიხედვით პრეზენტაციების ჩატარება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში, გადაწყვეტილების შერჩევა/შეთავაზებაში და სატენდერო/ტექნიკური დავალების მომზადებაში;
- უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პარტნიორი ვენდორების პროდუქტების განვითარება / სასტატუსე გამოცდების ჩაბარება;
- უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ვენდორების მოძიება;
- პროექტების განხორციელების პროცესების მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილ კონფერენცია/სემინარებში აქტიური მონაწილეობა / პრეზენტაციების მომზადება/ჩატარება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების ცოდნა (DLP, PAM, Firewall, Endpoint Protect, 2 ან მეტი მიმართულება);
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + კვარტალურ და წლიურ ბონუსებს;
- თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ ინდივიდუალურ გაყიდვების გეგმას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!