კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინერის პოზიციაზე.
Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. უპირველეს ყოვლისა — ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში მიმდინარე ტექნიკური პროექტების დამუშავება;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში, დამკვეთების ამოცანების შესაბამისად ქსელური ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება და ქსელური გადაწყვეტილებების მოდელების შერჩევა;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში ქსელური მოწყობილობების(როუტერები, კომუტატორები, ბრანდმაუერები, უსადენო დაშვების წერტილების-WiFi) იმპლემენტაცია;
- სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტექნიკურ სემინარებსა და ვებინარებზე დასწრება;
- სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკური გამოცდების ჩაბარება და სერტიფიცირება (სწავლების და გამოცდების ყველა ხარჯს ანაზღაურებს კომპანია);
- ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციების შედგენა და რეკომენდაციების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
- შემდეგი ტექნოლოგიებსა და პროტოკოლებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, BGP EVPN, VXLAN, IPSEC VPN, GRE, SSL VPN, DMVPN, HSRP, VRRP, dot1x, SD-WAN, Cisco ISE, Cisco SD- access;
- მონაცემთა ცენტრებისათვის ქსელური არქიტექტურის შუმუშავებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება;
- სხვადასხვა ბრენდის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება: Cisco, Juniper, Dell და HPE Aruba;
- ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობილობების, მათ შორის უკაბელო წვდომის წერტილების, ბრენდმაუერების, მარშრუტიზატორის, კომუტატორების, WiFi მოწყობილობების იმპლემენტაციის და პრობლემების აღმოფხვრის უნარი;
- ქსელური სისტემების პროექტირებისა და დაგეგმარებისათვის ქსელური დიაგრამების და დოკუმენტაციის შექმნის უნარი;
- სასურველია ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება: Fortinet, Check Point, Palo-alto;
- ახალი ტექნოლოგიების და პროდუქტების სწრაფი ათვისების უნარი;
- სასურველია Cisco CCNP enterprise (ENCOR & ENARSI) სერტიფიკატი;
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა,
- პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტლურ ბონუსებს;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!